გაკვეთილის გეგმა XI კლასი
მთავარი
თემა
|
,,ოთარაანთ
ქვრივი“
|
ესგ-ს
შედეგები/ინდიკატორები
|
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა
(ზეპირი გამოსვლა)
კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა
და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს
საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის
სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
ქართ. XI. 9. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების წერილობით გაანალიზება.
|
გაკვეთილის
მიზანი:
|
გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებმა ერთმანეთს
დაუკავშირონ მოთხრობა და თანამედროვეობა, იმსჯელონ როგორ მოიქცეოდნენ
მსგავს სიტუაციაში, ანუ უპასიხონ კითხვას ,,ვინ ვარ მე“...,რა არის დედაშვილობა,
შეადგინონ კითხვები, მოახდინონ ცოდნის ტრანსფერი და როლური თამაშით წარმოაჩინონ ცოდნა
და გაუზიარონ აუდიტორიას.
|
წინასწარი
ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ი.ჭავჭავაძის ბიოგრაფიული ცნობები.
წაკითხული აქვთ ილიასნაწარმოებები. ფლობენ დისკუსიის,
პრეზენტაციის უნარებს.
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
A
ფაზა
A–ფაზა–გამოწვევა
აქტივობა 1-
დამხმარე
რესურსად შემაქვს ილიას წერილი დიმიტრი ყიფიანისადმი მიძღვნილი. ვთხოვ ამ წერილის
გააზრებას -5 წთ
B–ფაზა–ცოდნის კონსტრუირება.
აქტივობა 2-
გიორგის
დამახასიათებელი თვისებების გახსენება და მსჯელობა იმაზე , თუ როგორ მოიქცეოდნენ
მსგავს სიტუაციაში, ანუ უპასუხონ კითხვას ,,ვინ ვარ მე“...–ეპიზოდების გახსენება–15 წთ.
აქტივობა 3–
მოსწავლეები
მუშაობენ LearningAppas.org-იდან შექმნილ რესურსზე- მეტყველების ნაწილები
აქტივობა
4-
კლასს ვყოფ 2 ჯგუფად მშობლებად და შვილებად და ვაძლევ კითხვებს, რომ როლური თამაშით გაითავისონ კითხვები და უპასუხონ შვილებისა და მშობლების პოზიციიდან.- 15 წთ. C–ფაზა აქტივობა 5–
გააზრებისათვის ვიყენებ კითხვებს.–6წთ.
1. კითხვით ––– მაინც როგორია დედაშვილური ურთიერთობა საქართველოში.
2.როგორ გგონიათ, ოთარაანთ ქვრივი სწორად იქცევა, თავისუფალ არჩევანს რომ აძლევს შვილს?
·3. როდის ექცევა თაობათა ურთიერთობა ჩიხში?
·4.რა არის გამოსავალი თაობათა შორის კონფლიქტიდან?
5.თქვენი სურვილი რაა, როგორ გააგრძელებთ ცხოვრებას?
(წებოვან ფურცლებზე წერენ და აკრავენ დაფაზე)
აქტივობა 5–
საშინაო დავალება (აირჩიონ ერთ-ერთი)–
ესესს დაწერ– ,, ქალი
სუსტია,მაგრამ დედაა ძლიერი“- 1წთ.
ოთარაანთ
ქვრივის დახასიათება
გიორგის
დახასიათება.
|
შეფასების
საგანი(კრიტერიუმები)
|
შეფასება მოხდება განმსაზღვრელი და განმავითარებელი,
შეფასდებიან წინასწარ შედგენილი რუბრიკის მიხედვით.
|
საჭირო
რესურსები
|
დაფა,
ცარცი, მოსწავლის რვეული, სახელმძღვანელო, პროექტორი
|
რეფლექსია
ტექნოლოგიები უფრო საინტერესოს ხდის სწავლა-სწავლების
პროცესს. მათი გამოყენებით გაკვეთილი არის საინტერესო, ხდება მოსწავლეთა ჩართულობა,
დიდია ინტერესი საკითხის მიმართ.
მისი გამოყენება პირდაპირ კავშირშია ისგ-ის პრიორიტეტულ,
გამჭოლ კომპეტენციებთან, როგორიცაა მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება.
ელექტრონული წიგნები გვეხმარება მოსწავლის განვითარებაში.
გარდა ამისა, მოსწავლეს უვითარდება მრავალფეროვანი უნარები: ლექსიკური მარაგი, კითხვა,
ტექსტის გაგება-გააზრება, კრიტიკული აზროვნება, მსჯელობა, არგუმენტირება.
როგორია დედა-შვილური ურთიერთობა?
დედა-შვილობა - "ოთარაანთ ქვრივი"